“ბარსელონაში” ადასტურებენ რომ თავდამსხმელმა, ლეო მესიმ კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მათ ოფიციალურად უკვე შეატყობინა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მესიმ ამის შესახებ კატალონიურ კლუბს ოფიციალურად ფაქსით აცნობა.
მათივე ინფორმაციით, “ბარსელონა” მესის გაშვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტა არ შეუძლია. ამისათვის ლეოს ოფიციალურად 30 მაისამდე უნდა მიემართა, რაც არ მოხდა.
სხვა სიახლეები