“მერი, რომელმაც ამის დაწერა დაუშვა “საცემია” – გურამ ფალავანდიშვილმა სექსუალურ განათლებაზე გრაფიტი დააზიანა
გურამ ფალავანდიშვილმა ქობულეთში, სქესობრივ განათლებაზე გრაფიტი დააზიანა.
“მერი, რომელმაც ამის დაწერა დაუშვა “საცემია” და ის უნდა გადადგეს.
მე წავშალე და მე დამაჯარიმეთ. მაგათ დავაჯარიმებთ ჩვენ, თავიანთ კაბინეტებში დავაჯარიმებთ. ეგ უნდა იჯდეს ციხეში… ქალაქის მერიამ დამირეკოს მე, გურამ ფალავანდიშვილი ვარ მე და ამ სიბინძურეს ვშლი”.
“სექსუალური განათლება არ არის მხოლოდ სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული. ეს არის კომპლექსი, რომელშიც შედის ღირებულებები, უფლებები, სამედიცინო საკითხები, უსაფრთხოება, ემოციები”, – დაზიანებულ გრაფიტზე გაკეთებული ეს ტექსტი ფალავანდიშვილის მტკიცებით, საზიანოა ბავშვებისთვის.