“კოვიდინფექცია ბავშვებში შეიძლება, იწყებოდეს დიარეით” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს.

“თვითდინებით ძალიან ცოტა ადამიანი მიმართავს ლაბორატორიებს პისიარ ტესტირებაზე. არადა, ეს აუცილებელია. თუ ვინმეს აქვს ტემპერატურა ან სხვა რაიმე სიმპტომი, უნდა მიმართოს შესაბამის ამბულატორიულ ცენტრს.

მართალია, სხვა უამრავი მიზეზით შეიძლება, ტემპერატურამ აგიწიოთ, შეიძლება – უბრალოდ გაცივდეთ, მაგრამ ასევე შესაძლებელია, ამ კლინიკური ნიშნების ქვეშ იმალებოდეს კოვიდინფექცია.

განსაკუთრებით მშობლებს მივმართავ. კოვიდინფექცია ბავშვებში შეიძლება, იწყებოდეს დიარეით. ამიტომ როცა ტემპერატურაა, აუცილებელია, მივმართოთ ამბულატორიულ ცენტრებს, სადაც ხდება ნაცხის აღება და გამოკვლევა პისიარტეტირებაზე. ეს აუცილებელია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები