28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

უდისციპლინო და სულსწრაფ ვერძებს გაზვიადებისკენ ექნებათ სწრაფვა. საკუთარ იდეებსა და გეგმებში ჩაძირული აღებულ კურსზე უარს ვეღარ იტყვით, იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს თქვენი იდეები და გეგმები უპერსპექტივოდ მოგეჩვენებათ. თუკი პრაქტიკულობას არ გამოიჩენთ და დროულად არ გამოხვალთ რთული სიტუაციიდან, მონსტრსა და დესპოტს გიწოდებენ.

კურო

უსიამოვნო დღე გელოდებათ. ამ დღეს განვითარებულ მოვლენებს ფარული ჩანაფიქრი ექნება. ამიტომ ახლობელი ადამიანების ქცევა თქვენთვის გაუგებარი აღმოჩნდება და თქვენში გაკვირვებას გამოიწვევს. შეეცადეთ, მოერიდოთ ოჯახურ კონფლიქტებს, იმ შემთხვევაშიც, თუკი წყენის მიზეზი გექნებათ. ისაუბრეთ გულწრფელად, გაუგებრობას მარტივად გადაჭრით. თქვენი რჩეულის უჩვეულო საქციელს შეგიძლიათ, მარტივი ახსნა მისცეთ. სამსახურში იყავით მკაცრი და თავდაჯერებული – ენთუზიაზმის დამსახურებით სანდო თანამშრომლებს შემოიკრებთ გარშემო.

ტყუპები

თავს შესანიშნავ ხელმძღვანელად წარმოაჩენთ. რაც შეეხება თქვენს ინტერესებს, დაკავდით საქმით, რომელიც თქვენგან გონივრულ ძალისხმევასა და ინტელექტუალურ ბაზას მოითხოვს. გააკონტროლეთ, რომ ყველა გადასახადი დროულად გადაიხადოთ და ვალი არ დაიდოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს მოგიწევთ ფიქრი, საიდან მოიტანოთ ფული სასურველი ნივთის შესაძენად და ყველა თქვენი აზრი მხოლოდ ამ პრობლემისკენ იქნება მიმართული. შფოთვა თქვენს ღირსებაზე დაბლა დგას, მაგრამ მხოლოდ ფულის გამო საკუთარი დროისა და ძალისხმევის დახარჯვა არ ღირს. უმჯობესია, უარი თქვათ სასურველი ნივთების შეძენაზე. ვარსკვლავები გეკითხებიან: ხომ არ აჯობებს, შთაბეჭდილებები შეიძინოთ?

ლომი

საკმაოდ აქტიური დღე გელოდებათ. საქმეებს დამოუკიდებლად გაუმკლავდებით, გარშემომყოფებიც არ მოგაცდენენ წვრილმან სისულელეებზე. თამამად შეუდექით პროექტებზე მუშაობას, რომლებიც მოკლე ვადებში უნდა დაასრულოთ. ეს საქმე არ მოითხოვს ზედმეტ დაძაბულობას, ინტელექტუალურ ან ფიზიკურ ძალებს.

ქალწული

ამ დღეს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნებათ. შესაძლოა, თავი დაიტანჯოთ დიეტებითა და შიმშილით, რაც თქვენი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ვარსკვლავები გირჩევენ, მცენარეული ნაყენი მიიღოთ და ძილის რეჟიმი აკონტროლოთ, მაგრამ დღისით არ დაიძინოთ.

სასწორი

თუკი ოჯახში დამხმარეს ან ძიძას ეძებთ, ამ დღეს გაგიმართლებთ და შესაფერის კანდიდატურას იპოვით. თუკი სამსახურზე ოცნებობთ, რომელიც საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობას მოგცემთ, ისარგებლეთ შემოთავაზებული წინადადებით, რომელსაც ახლობელი ადამიანისგან მიიღებთ.

მორიელი

ეს დღე ბრძენი მორიელებისგან ავანტიურას მოითხოვს. ასე რომ, პროფესიაში რისკზე წასვლა უადგილო არ იქნება. უბრალოდ, უნდა გახსოვდეთ, რომ პარტნიორები საკუთარ ინტერესებს ანიჭებენ უპირატესობას და არა თქვენსას. მოგიწევთ, შეიძინოთ გამოცდილი აზარტული მოთამაშის ტექნიკა და უნარები.

მშვილდოსანი

ამ დღეს საქმიანობის ახალ სფეროს დაიწყებთ, რომელიც გარკვეულწილად რისკს უკავშირდება. იფიქრეთ საკუთარი უნარების დახვეწაზე. სწორედ ეს მოგანიჭებთ მორალურ სიამოვნებას.

თხის რქა

კონფლიქტები და გაუგებარი სიტუაციები ამ დღეს არ გამოირიცხება. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვთ, რაც გარშემომყოფების ნაწილს აღიზიანებს. შესაძლოა, მიიჩნიონ, რომ ძალიან გამოირჩევით საერთო ფონზე და ამ მიზეზით დაგაიგნორონ. საკუთარი ორიგინალურობა კონკრეტული საქმით ან ცოდნით უნდა დაამტკიცოთ.

მერწყული

ყველაზე დიდი წარმატება დასვენებასთან დაკავშირებულ სფეროში გელოდებათ, თუმცა, ეს პერიოდი ფინანსურად არ არის თქვენთვის ეფექტური. ყველაფერი არ იქნება დამოკიდებული თქვენს სურვილსა და მონდომებაზე. შეგიძლიათ, მუშაობით პარტნიორები დატვირთოთ, თქვენ კი შვებულებაში გახვიდეთ.

თევზები

საკუთარი მოსაზრების შეცვლას არ აპირებთ და დაჟინებით ტკეპნით ერთ ადგილს, რაც არანაირ შედეგს არ მოგიტანთ. მოგიწევთ მსხვერპლზე წასვლა, თუკი თქვენი კოლეგებისთვის თქვენი პოზიცია ღირებული და მისაღები არ აღმოჩნდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები