დაკარგული ძაღლი თავის ძველ სახლში იპოვეს – კლიომ პატრონის ძებნაში 80 კილომეტრი გაიარა

ძაღლი, რომელიც ივლისის დასაწყისში გაუჩინარდა, თავისი პატრონის ძველ სახლში იპოვეს. როგორც BBC წერს, შემთხვევა აშშ–ში, კანზასის შტატში დაფიქსირდა.

4 წლის ლაბრადორი, რომელსაც კლიო ჰქვია, 12 ივლისს დაიკარგა. რამდენიმე დღის შემდეგ ის თავის ძველ სახლთან იპოვეს, ძაღლმა პატრონის ძებნაში 80 კილომეტრი გაიარა.

ძაღლის ოჯახმა ძველი სახლი ორი წლის წინ დატოვა. სახლის ახალმა მფლობელებმა კლიო ვეტერინართან მიიყვანეს, სადაც მოხდა მიკროჩიპის სკანირება და შედეგად მის პატრონს დაუკავშირდნენ.

კლიოს პატრონის გაკვირვებულია, თუ როგორ მოახერხა ძაღლმა ამხელა გზის გავლა, რადგან კლიოს მდინარე და რამდენიმე გზატკეცილი უნდა გადაეჭრა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები