ინციდენტი ეკოლოგიურ პარკში – დათვმა ახალგაზრდებთან ერთად “სელფის გადაღება” მოინდომა (ვიდეო)

მექსიკაში, ჩიფინქის ეკოლოგიურ პარკში დათვმა “სელფის გადაღება” მოინდომა და ახალგაზრდებს კადრში შეუვარდა. შესაბამის ინფორმაციასა და ვიდეოს BBC ავრცელებს. ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ როგორ ცდილობს დათვი ვიზიტორებთან ურთიერთობას.

სპეციალისტები ბარიბალის სახეობის დათვთან ადამიანის მიახლოებას სახიფათოდ მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ, დამსვენებლები ცდილობენ სიმშვიდის შენარჩუნებას, რათა არ გააღიზიანონ დათვი, ეს ყოველივე ვიდეოში ნათლად ჩანს.

საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში, დათვს ზიანი არავისთვის მიუყენებია.

კომენტარები

სხვა სიახლეები