წარმოგიდგენთ ვარსკვლავების ყველა დროის ყველაზე სულელურ ფრაზებს. ამ რეიტინგში პირველი “საპატიო“ ადგილი მომღერალ მერაია ქერის ეკუთვნის.
მერაია ქერი – “როდესაც ტელევიზორს ვუყურებ და მსოფლიოში უამრავ მშიერ ბავშვს ვხედავ, ცრემლებს ვერ ვიკავებ. ვისურვებდი, მათ მსგავსად გამხდარი ვყოფილიყავი, მაგრამ ყოველგვარი ტკივილისა და სიკვდილის გარეშე“.
ბრიტნი სპირსი – “არასდროს მინდოდა იაპონიაში გამგზავრება, იმიტომ, რომ არ მიყვარს თევზი, თანაც ვიცი, როგორი პოპულარულია ეს საკვები აფრიკაში“.
ლინდა ევანჯელისტა – “დიეტებს არ ვიცავ. უბრალოდ არ ვჭამ იმას, რაც ძალიან მინდა, რომ შევჭამო”.
კრისტინა აგილერა – “საინტერესოა, წელს რომელ ქალაქში ჩატარდება კანის საერთაშორისო კინოფესტივალი?“
ანჯელინა ჯოლი – “ჩემს ცხოვრებაში ადრეულ ეტაპზე ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, რომ ცხოვრება შეეცვალა, მაგრამ პირველად სექსი 14 წლის ასაკში მქონდა”.
არნოლდ შვარცენეგერი – “ჰომოსექსუალური ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის უნდა ხდებოდეს”.
ბიონსე – “მსახიობობა უფრო ადვილი და მშვიდი პროფესიაა, ვიდრე მომღერლობა – ეს მცირე დრამაა”.
“მის ალაბამა” 1994 წლის საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე “მის სამყარო” – “არ მინდა სამუდამოდ ვიცოცხლო, რადგანაც ასე დიდხანს არავინ ცოცხლობს. ვიცი, რომ თუკი სამარადისოდ ცხოვრებას განვიზრახავთ, ვიცოცხლებთ კიდეც, მაგრამ ჩვენ დიდხანს სიცოცხლე არ შეგვიძლია, ამიტომაც არ მინდა სამუდამოდ სიცოცხლე”.
წყარო: info9.ge