“დილა ასე იწყება” – ნინო სურგულაძე ტყუპებსა და მეუღლესთან ერთად (ფოტოები)

საოპერო მომღერალი, ნინო სურგულაძე 7 ივნისს ტყუპების დედა გახდა. მან შვილებს ნატალია და ზაქარია დაარქვა.

მომღერალი, ჯერჯერობით, შვილების სახეების გამოჩენას ერიდება და მხოლოდ დაფარული სახეებით დებს სოციალურ ქსელში მათ ფოტოებს.

როგორც ნინო წერს, პატარების სახეებს ფართო საზოგადოებას მას შემდეგ ანახებს, რაც მათ მონათლავს.

ამჯერად, ნინომ მათი კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა: “დილა ასე იწყება”.

კომენტარები

სხვა სიახლეები