19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ძმის ფოტოს აქვეყნებს ემოციური წარწერით:
„იცი, როგორ ძალიან მიყვარდი და ყოველთვის მეყვარები, სხვა რა გითხრა ? შეხვედრამდე”, – წერს ანი შაქარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 4–დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა მცხეთაში მდებარე ერთერთ საცხოვრებელ სახლში. რა ვითარებაში გარდაიცვალა სპორტსმენი, ჯერჯერობით, უცნობია.