“ეს ტრაგედია ჩვენზე დიდ კვალს დატოვებს” – აჩი არველაძის სამძიმარი გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახს

აჩი არველაძე ახალგაზრდა ფეხუბრთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხმიანება. ის სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ამბობს, რომ ეს ტრაგედია  დიდ კვალს დატოვებს.

“რთული დასაჯერებელია, რომ, ამდენი გამოცდილების მიუხედავად, ერთმანეთის შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ და ისევ, ძველი დროის მსგავსად, შეგვიძლია, ერთმანეთი სასიკვდილოდ გავიმეტოთ. ჩემს თაობაში, რომელიც განსაკუთრებულად რთულ დროში გაიზარდა, მსგავსი ამბები ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ასე, ერთმანეთის გამეტებით უამრავი ადამიანი და მეგობარი დავკარგეთ. ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრაგედიამ ის ძველი და საზარელი ამბები გამახსენა, რომელიც მეგონა, რომ უკან მოვიტოვეთ. დათრგუნული ვარ, რომ ასეთი შემთხვევები კვლავ ხდება ჩვენს გარშემო. ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს. ეს ტრაგედია ჩვენზე დიდ კვალს დატოვებს”.

კომენტარები

სხვა სიახლეები