რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებს მხარი დაუჭუროს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ვლადიმერ პუტინს საშუალებას მისცემს, ძალაუფლება 2036 წლამდე შეინარჩუნოს. ამის შესახებ ქეთა თოფურია ინტაგრამის პირად გვერდზე წერს.
„25 ივნისიდან 1 ივლისამდე ყველას ექნება შესაძლებლობა ხმა მისცეს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს. გულწრფელად რომ ვთქვა და ვაღიარო, აქამდე არასდროს წავსულვარ ხმის მისაცემად. ახლა კი გადავწყვიტე, გამოვსწორდე.
კონსტიტუცია მოიცავს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს. არ თქვათ უარი ხმის მიცემაზე. ეს არ არის პოლიტიკა, ეს ცხოვრებაა,“- წერს მომღერალი.
https://www.instagram.com/p/CA-ND7wjjrT/