“რუპერტ გრინი და ჯორჯია გრუმი სიამოვნებით ადასტურებენ, რომ შეეძინათ პატარა გოგო. გთხოვთ, რომ დაიცვათ ადამინების პირადი სივრცე ასეთ მნიშვნელოვან დროს”, – თქვა წყვილის წარმომადგენელმა.
წყვილმა ორსულობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 1 თვის წინ გახადა საჯარო, მას შემდეგ, რაც ჯორჯია გრუმი პაპარაცებმა ქუჩაში დააფიქსირეს.
ჰარი პოტერის ვარსკვლავი და ჯორჯია გრუმი ერთმანეთს 2011 წლიდან ხვდებიან. მიუხედავად 10-წლიანი ურთიერთობისა, წყვილი კამერებთან ხშირად არ ჩნდება და არც მათი ურთიერთობის შესახებ არის ბევრი ცნობილი.