“ბევრი წარმატება მაგარ გუნდს” – ნოდარ მელაძემ “მთავარი არხის” დატოვება ოფიციალურად დაადასტურა

ტელეკომპანია “მთავარი არხის”  საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ “მთავარი არხი” დატოვა. ინფორმაცია16 აპრილს, გვიან ღამით სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის თანამშრომლის, ვასილ დაბრუნდაშვილის “ფეისბუქის” სტატუსით დადასტურდა.

“მადლობა თანამშრომლობისთვის და მადლობა ყველაფრისთვის. მართალია  ცოტა ხნით იყო, მაგრამ რაც იყო, კარგი იყო”, – დაწერა მან.

თავად ნოდარ მელაძეს აღნიშნული ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ვრცელდებოდა მხოლოდ გარკვეული სახის ინფორმაციები. ერთ–ერთი მათგანის მიხედვით, მელაძეს კონფლიქტი მოუვიდა არხის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან და ის “ტვ პირველზე” გადადის. რა გახდა მიზეზი  უცნობია.

თუმცა, მელაძემ დღეს “მთავარი არხის” დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა.

“ბევრი წარმატება იმ მაგარ გუნდს, რომელიც რჩება ამ არხზე”, – წერს მელაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები