“მოაზროვნე მორწმუნეებში გაჩნდა კითხვის ნიშანი, დაუჯეროს ბნელ მეუფეებს თუ მტკიცებულებაზე დაყრდნობილ მეცნიერაბას”- გიორგი ნიორაძე

ჟურნალისტი, სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” PR ხელმძღვანელი გიორგი ნიორაძე შეფასებით, კარგია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქებისას მედია არ დადგა საპატრიარქოს მხარეს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ამ ვითარებაში მორწმუნეებში გაჩნდა გარკვეული კითხვებიც.

“ჩემი დაკვირვებით, კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქებისას მედია არ დადგა საპატრიარქოს მხარეს, რაც ძალიან კარგია!!!
ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ინსტიტუტმა მნიშვნელოვანი დიდი რყევა იგრძნო, ეს ნიშნავს იმასაც, რომ მოაზროვნე მორწმუნეების დიდ ნაწილში გაჩნდა დიდი კითხვის ნიშანი, დაუჯეროს ბნელ მეუფეებს თუ მტკიცებულებაზე დაყრდნობილ მეცნიერაბას, რომელიც ამბობს რომ, ვირუსი ერთი კოვზით ზიარებისას დიდი ალბათობით გადავა!!!
საპატრიარქომ ამ მოცემულობაში უდიდესი შეცდომა დაუშვა და თავი კიდევ უფრო გაიმარგინალა, დრო ნელ-ნელა ამ ინსტიტუტს ძალიან დააკნინებს და ეს წლიდან წლამდე სულ უფრო შესამჩნევია…
დამდეგ, აღდგომას, კეთილი ქრისტეს აღდგომას გილოცავთ”,-წერს გიორგი ნიორაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები