ნიკა გვარამიას დაცვის წევრი გარდაიცვალა

ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორის, ნიკა გვარამიას დაცვის წევრი, თემო სამ­ხა­რა­ძე გარდაიცვალა. ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
“გუშინ, ამ დროს ბედნიერი იყო. 6 საათზე მეგობრებს ეს ფოტო ჩაგვიგდო, თავისი საყვარელი საბასი.
არ ვიცი, რა მოხდა მერე, რა ჯოჯოხეთი დატრიალდა ასეთი, მაგრამ ამ დილით გადაწყვიტა, რომ უნდა დავეტოვებინეთ და მუდმივი ტკივილი მოესაჯა ყველასთვის, ვისაც გვიყვარდა და გვჭირდებოდა.
დაცვის წევრი და მძღოლი არა, დავკარგე ახლო მეგობარი, მარჯვენა ხელი, ჩემი ოჯახის მოყვარული და გულშემატკივარი, ჩემი ბრძოლის თავდადებული ჯარისკაცი – თემო სამხარაძე.
არასდროს დამავიწყდები, იძინე მშვიდად”.

კომენტარები

სხვა სიახლეები