“რატომ არ მონაწილეობს კლიპში სოფო ბედიას დედამთილი” – ქართველი მომღერლების ახალი კლიპი covid19-ზე

ქართველმა მომღერლებმა და რამდენიმე ტელეწამყვანმა კორონავირუსის შესახებ ახალი კლიპი გადაიღეს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

“ვუყურე… ვუსმინე… და გადავწყვიტე, გავიდე გარეთ!
აბა ქარსელაძე-თათარაშვილის, ბედიებისა და ბედიას ქმრის მოწოდებულზე სახლში დარჩენა ძაან მიტყდება”;

“112-ში დარეკეთ ვინმემ, ხუთმა კაცმა რაღაც კლიპს ვუყურეთ-თქო”…;

“3 000-ლარიანი ჯარიმა ჩანაცვლდეს კლიპის იძულების წესით ყურებით. #ყური #ჭკნობა”;

“სოფო ბედიაზე გამოვრთე:( მეტი ვერ..
ვეღარ”;

“სიცხეს ზომავენ და წნევის ასაწევად ის კლიპი ყოფილა გადასარევი”;

“სტატუსებს ვდებთ კლიპზე ისე, რომ კლიპს არ “ვაშეარებთ” . ოკ?”;

S.O.S
“დაავადებათა კონტროლში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა – ახალი კლასტერი გამოჩნდა – “ესტრადა” და სწრაფად ვრცელდებაო”;

“არ დააშეაროთ, კორონა მოაქვს”;

“ჩვენი “ესტრადა” ოკუპირებულ ტერიტორიებზე რომ შევუშვათ, იქნებ და მტერი გაიქცეს?!”;

“იუმორინა” 2021 ნაადრევად დაიდო”;

“კლიპს ვუყურე და ჯოხცხენზე ამხედრებული გომართელის შემოჭენება აკლია მხოლოდ”…;

“რა კლიპია ოღონდ არ მინახავს”;

“კოშმარი პირველივე კადრიდან”;

“რითია ახლა “ლაშანდემიკანტარეზე” ნაკლები, ვერ გავიგე?;

“ხომ შეიძლება, ერთი ცალი შაკირა და ჯენიფერ ლოპესი ჩვენც გვყოლოდა…”;

“რომელი კომისია შეისწავლის, თუ რატომ არ მონაწილეობს კლიპში სოფო ბედიას დედამთილი?”;

“ისე, პირველი ორია რთული, თორე მერე, ღიღინ-ღიღინით აყვები კიდეც კაცი” . . .;

“კლიპის ავტორი ვინმე კაკი ბოლქვაძე ყოფილა, დავიშალეთ – აი, სულ პირველი დაბუჟებული, რომ არის, ეგ”;

“კლიპი ვინც ვნახეთ, ყველა რისკჯგუფში ვართ თუ ახალგაზრდები გავძლებთ?”;

“ის პირველი მოგზავნილია თუ ჩვენიანია?”;

“ახალი კლასტერი გამოიკვეთა: “კლიპნაყურებლები”;

“ქართული ესტრადა არ იცი, გოგო, რა არის??!!”;

“ხატია წერეთელს კლიპიდან რომ მოტეხავ, კი ხარ საგინებელი!!!!”;

“ამ კლიპით დაიწო შიდაგადაცემა”;

“ხალხო, თუ ვინმეს სიცხე გაქვთ, ეგ კლიპი ჩურთეთ ხმამაღლა, 36.6-ზე ჩამოდის უცებ”;

“ამ კლიპის შემდეგ youtube რო აგვიკრძალონ, საერთოდ რა აზრის ხართ?”;
“ეს კლიპი შეიძლება, ნანახი გაქ და საერთოდ უსიმპტომოდ მიდის ორგანიზმში”.

კომენტარები

სხვა სიახლეები