“რუსთავი 2“-ის სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა „TV პირველის” ჟურნალისტს უჩივლა

„ტელეკომპანია რუსთავი2“-ის სამეგრელოს ბიუროს ჟუნალისტმა სალომე ფაცაციამ, ტელეკომპანია „TV პირველი“-ს ასევე, სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტ პაპუნა შუშანიას პოლიციაში უჩივლა.
კონფლიქტი ორი მედიასაშუალების წარმომადგენელს შორის, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს წარმოიშვა.
ჟურნალისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც შემდგომ ფიზიკურში გადაიზარდა 25 მარტს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მოხდა, სადაც სამეგრელოში კორონავისურის პირველ დადასტურებულ ფაქტზე ინტერვიუს ჩაწერა მიმდინარეობდა.
„რეგიონულმა კვირამ“ მომხდარის შესახებ, ორივე ჟურნალისტს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.
„აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“,- აღნიშნა პაპუნა შუშანიამ.
25 მარტს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სალომე ფაცაციამ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
კოლეგებს შორის მომხდარ დაპირისპირების ფაქტს, სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელიტა ანდღულაძე გამოეხმაურა. მის პოსტს სოციალურ ქსელ facebook-ში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სადაც ჟურნალისტები მომხდარ ფაქტს გმობენ.
„ჩვენ მუდმივად ვაშუქებთ და ვეხმარებით საკუთარი უფლებებისა თუ თავისუფლებების დარღვევის გამო ადამიანებს, რადგან მათი ხმა ისმოდეს , ყველას თანაბარი უფლება ქონდეს და ყველა ფაქტეზე შესაბამისმა სამსახურებმა დროული რეაგირება მოახდინოს. ყველაზე ხშირად ოჯახში ძალადობის, ფიზიკური, სექსუალირი ძალადობის ფაქტებს ვაშუქნებთ .მაგრამ ჟურნალიტის მხრიდან კოლეგაზე ძალადობის ფაქტი პირველად გავიგე და სირცხვილია .მთელი უბედურება ის არის, რომ ჟუნალისტს რომელსაც კრგად ესმის ძალადობის მნიშვნელობა და მიზანმიმართულად საკუთარ კოლეგაზე ხელს აწევს , პსუხი უნდა აგოს შესაბამისად. მისი ნებისმიერი სიუჟეტი თუ ჩართვა არის ყალბი უბრალოდ. მეთანხმები ხო?“- წერს ჟურნალისტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები