ვინ არის მოზარდი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაიცვალა(ფოტო)

მესტიაში, ლატალის თემში არასრულწლოვანი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა.
თვითმხილველთა თქმით, მას იარაღი გაუვარდა.
გარდაცვლილი 13 წლის საბა კვანჭიანია.
ახალგაზრდა მძიმე ჭრილობით მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარ ფაქტზე გამოიძება სსკ-ის 116-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები