“მე არ მსურს შენი კო­რო­ნა­ვირუ­სი ჩემს ქვე­ყა­ნა­ში“ – ჩინელ მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ფოტო)

ლონდონში 23 წლის ჩინელი მამაკაცი, ჯონათან მოკი სცემეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დაზარალებული “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს და ფოტოებს აქვეყნებს.

23 წლის ჯონათანი ლონდონში სწავლობს. მოკი ოქსფორდის ქუჩაზე ადგილობრივებმა იმიტომ სცემეს, რომ ის ჩინელია.

“მე არ მსურს შენი კო­რო­ნა­ვირუ­სი ჩემს ქვე­ყა­ნა­ში“, – უყვიროდნენ ადგილობრივები მას.

“ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ჩემი სახე თავ­დას­ხმის მე­ო­რე დღეს. ერთ-ერთი ბიჭი, რო­მე­ლიც მცემ­და, თან ყვი­რო­და, “მე არ მსურს შენი კო­რო­ნა­ვირუ­სი ჩემს ქვე­ყა­ნა­ში“. ისევ აგ­რძე­ლებ­და ცე­მასა და სა­ხე­ში მირ­ტყამ­და“, – წერს დაზარალებული.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები