“ანიტას ორგანიზმმა აპარატი ვერ მიიღო, ფილტვებში გამოიწვია სისხლდენა” – როგორია 2 წლის ანიტას მდგომარეობა

2 წლის ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობა გასულ ღამეს დამძიმდა, როგორც სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში აღნიშნავენ, ორგანიზმმა აპარატი, რომელიც გულის მუშაობისთვის არის მნიშვნელოვანი, ვერ მიიღო და საჭირო გახდა ოპერაციის გაკეთება:

“ანიტას ორგანიზმმა აპარატი ვერ მიიღო, ფილტვებში გამოიწვია სისხლდენა. შეიყვანეს საოპერაციოში,ამბობენ,რომ 4-6საათი გაგრძელდება ოპერაცია და ამ დროის განმავლობაში ინფორმაცია არ გვექნება. ამჯერად შიგნიდან უნდა ჩადგეს აპარატი.

წუხანდელი ღამე მედიკოსების თქმით სასწაული იყო, 0% იყო შანსიო,ხელის მასაჟით ავამუშავეთ გულიო…გთხოვთ გავაგრძელოთ გულმხურვალე ლოცვა”, – წერენ ჯგუფში.

ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ანიტას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ფილტვები სისხლისგან გასუფთავდა:

” ამ წუთს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა.
მოხდა ფილტვების გასუფთავება სისხლისგან. ჩაიდგა ორთვიანი ეკმო აპარატი. გაკერვა ჯერ არ დასრულებულა. იმედი გვაქვს, შეგვეძლება მეტი დეტალი გითხრათ მალე. უფალს მადლობა ყოველი შესაძლებლობისთვის! უღრმესი მადლობა, რომ არ გვტოვებთ… გთხოვთ, განაგრძეთ თქვენი სასწაულმოქმედი ლოცვა.ნათლობის სახელი – ანიტა”

კომენტარები

სხვა სიახლეები