82 წლის ალენ დელონი: ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ჯერ არ მიპოვია

ფრანგულ ჟურნალ Paris Match-თან ინტერვიუში 82 წლის ფრანგმა მსახიობმა, ალენ დელონმა თავის ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა. ალენ დელონმა პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის ცხოვრების ერთადერთი თანამგზავრი ჯერ კიდევ არ უპოვია.
“არ ვამბობ, რომ საკმარისი კანდიდატები არ მყავს, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე არცერთ მათგანთან ცხოვრება არ მსურს. მხოლოდ იმ შემთხვევაში დავქორწინდები, თუ იგი მზად იქნება მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად გაატაროს”,- ამბობს მსახიობი.
ალენ დელონმა ინტერვიუში ბოლო ფილმზეც ისაუბრა, სადაც ჯულიეტ ბინოშთან ერთად მთავარ როლს თამაშობს. დელონი ამბობს, რომ ის ხელოვანია და არა მსახიობი.
“ხელოვანი ვარ, მაგრამ არა – მსახიობი, სამსახიობო აკადემია არ დამიმთავრებია. ამისთვის არაფერი გამიკეთებია. 14 წლის ასაკში სკოლა მივატოვე, შემდეგ ჯარში წავედი. ისეთი ხელოვანი ვარ, როგორიცაა ჟან გაბენი, ლინო ვენტურა ან ბერტ ლანკასტერი – ძლიერი პიროვნებები, რომლებიც ფილებში გადაიღეს. შემიძლია გამოვაცხადო, უადგილო მოკრძალების გარეშე, რომ ამ პროფესიამ წარმატება მომიტანა”, – აღნიშნა მსახიობმა.
ინტერვიუ პარის მატჩმა მსახიობის 60 წლის სამსახიობო კარიერის იუბილეს მიუძღვნა.

სოფიო რატიშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები