76 მილიონიანი ბიუჯეტი და 625,3 მილიონიანი შემოსავალი – ამ მულტფილმმა პატარების და დიდების გულები დაიპყრო (ვიდეო)

პოპულარულმა მულტფილმმა „Sing”-მა, რომლის ქართულ ვერსიას “ზოოსტარსაც” უწოდებენ, მის შემქმენელებს 625,3 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მოუტანა. მულტფილმის ბიუჯეტი 76 მილიონი დოლარი იყო, საიდანაც 11 მილიონი ლიცენზირებული სიმღერების და მელოდიების შეძენაზე დაიხარჯა.
ანიმაციური ფილმი კინოკომპანია Illumination Entertainment-მა გადაიღო. მისი მთავარი გმირები ცხოველები არიან, რომლებიც მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობენ 100 ათასი დოლარის საპრიზო ფონდით. ანიმაციურ ცხოველებს, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში ადამიანებს, აქვთ თავისი ხასიათი, ოჯახური პრობლემები და, რაც მთავარია, სიმღერის შესრულების ინდივიდუალური მანერა.
ანიმაციური ფილმის პერსონაჟებს ახმოვანებენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიცაა მეთიუ მაკკონაჰი, სკარლეტ იოჰანსონი, ტორი კელი და სხვები.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Y7uGHY-t80I[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები