75 წლის მიკ ჯაგერი 31 წლის ბალერინასთან სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრობს (ფოტო)

მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა – დასავლურ მედიაში გამოჩნდა ცნობები, რომ ლეგენდარული მიკ ჯაგერი როგორც იქნა სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არის. ის ბედნიერი ქალი კი, რომელთანაც 75 წლის ჯაგერს დარჩენილი ცხოვრების დაკავშირება სურს, 31 წლის ბალერინა მელანი ჰემრიკია.
The Rolling Stones-ის სოლისტი ისტორიაში არა მხოლოდ როგორც ლეგენდარული ვოკალისტი, არამედ როგორც დიდი მექალთანეც შევიდა. დიდია იმ ქალების რიცხვი, რომლებსაც მასთან რომანი ჰქონდათ. მათ შორის არიან ჯერი ჰოლი, კარლა ბრუნი, ანჯელინა ჯოლი, ბრიჯიტ ბარდო, თინა ტერნერი და სხვები.
ჯაგერი ხშირად იმყოფებოდა თავისუფალ ურთიერთობებში, მელანისთანაც იგივე მოხდა. თუმცა, 2017 წელს მიკმა მოულოდნელად შეწყვიტა დროებითი რომანი და კვლავ მელანისთან დაბრუნდა, რათა მათი საერთო შვილის გაზრდაში მიეღო მონაწილეობა.
ჯაგერის მეგობარმა კი მედიას განუცხადა, რომ როგორც იქნა მომღერალმა ნამდვილი სიყვარული იპოვა და მზად არის ეს ურთიერთობა სერიოზული გახადოს. 2018 წელს ბალერინა ამბობდა, რომ მართალია ის და მიკი თავისუფალ ურთიერთობაში იმყოფებიან და სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ, მაგრამ ის არ თვლის თავს მარტოხელა დედად.
“მე მისგან უფრო მეტ მხარდაჭერას ვგრძნობ, ვიდრე ზოგი ჩემი დაქალი, რომელიც ქორწინებაშია“, – ამბობს მელანი.
ჯაგერის დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, წყვილი ცდილობს მთელი თავისუფალი დრო შვილს დაუთმოს. გასულ ზაფხულს მელანი და 1 წლის დევი ჯაგერთან ერთად ტურნეშიც იყვნენ და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებსაც დაესწრნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები