7 შეცდომა, რომელსაც თმის გაშრობისას ვუშვებთ

1. იმ მომენტში, როდესაც თმის საშრობის ჩართვას დააპირებთ, თქვენი თმა 70%-ით მაინც უნდა იყოს მშრალი. რატომ? პასუხი ძალიან მარტივია: რაც უფრო დიდხანს იშრობთ თმას საშრობით, მით უფრო დიდ ზიანს აყენებთ მას. თავდაპირველად, თმა პირსახოცით შეიშრეთ, შემდეგ კი მიეცით დრო, ბუნებრივად გაშრეს – ამავდროულად კი, ხელით შეისწორეთ. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ შეგიძლიათ თმის საშრობი მოწყობილობის თავისუფლად გამოყენება;

2. აბაზანიდან გამოსვლისას, ალბათ, გახსენდებათ პერსონაჟები, რომლებსაც ცნობილ ფილმებში თავზე ლამაზად აქვთ პირსახოცი შემოხვეული, შემდეგ კი თქვენც ცდილობთ, მათ მიბაძოთ. სამწუხაროდ, ფილმების რეჟისორები და თმის სტილისტები ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან, რადგან სველი თმის პირსახოცის ქვეშ ყოფნა დიდი ხნის მანძილზე არ არის რეკომენდებული. იმისთვის, რომ თმის გაშრობის პროცესი დააჩქაროთ შეგიძლიათ, მიმართოთ შემდეგ ზომებს: დადოთ პირსახოცი გამათბობელზე, ან გაათბოთ უთოს მეშვეობით. თბილი პირსახოცი იმუშავებს უფრო სწრაფად და, გარდა ამისა, სასიამოვნოდ. ან პირსახოცის ნაცვლად გამოიყენოთ ბამბის ქსოვილის ნაჭერი თმის გასაშრობად;

3. რა შეიძლება, იყოს თავის ქვევით დახრასა და მთელი თმის ერთდროულად გაშრობაზე უფრო მარტივი და სწრაფი? შეიძლება, ეს თმის გაშრობის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული მეთოდია, მაგრამ მასში კარგი ნამდვილად არაფერია. გაყავით თმა “სექციებად”, თმისამაგრით დაიმაგრეთ თმის ზედა ნაწილი და გაიშრეთ თმა ფენებად. თქვენი ვარცხნილობა იქნება ბევრად მოწესრიგებული და მიღებულ მდგომარეობას უფრო დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნებს. არ მიიტანოთ საშრობი თმასთან ძალიან ახლოს – ამით დროს ნამდვილად ვერ მოიგებთ, თმას კი აუცილებლად დააზიანებთ. ალბათ, გაგეცინებათ, მაგრამ თმის საშრობსა და თმას შორის არსებული დისტანცია, დაახლოებით, 15-20 სანტიმეტრამდე უნდა იყოს;

4. დიდი ალბათობით, მაშინ, როდესაც სამსახურში, საქმიან შეხვედრაზე, ან პაემანზე გაგვიანდებათ, თმის საშრობის თავის ყველაზე სტანდარტულ თავს ხსნით, რადგან ფიქრობთ, რომ ამით დროს დაზოგავთ. სინამდვილეში კი ის სწორედ თმის სწრაფად გაშრობას უწყობს ხელს, ასევე, უკეთესია თმის ხარისხის შენარჩუნებისა და თქვენი ვარცხნილობისთვის. მისი დახმარებით თმა ბევრად ჯანმრთელად და ფაფუკად გამოიყურება;

5. სავარცხლის შერჩევა ყოველთვის ძალიან რთული საკითხია, რადგან მასთან დაკავშირებით აზრები ყოველთვის იყოფა, თუმცაღა არსებობს მოსაზრება, რომ ყველაზე კარგი მრგვალი სავარცხელია, რომელიც ბუნებრივი მასალებითაა დამზადებული. ეს სავარცხელი ველური ტახის ბეწვისგანაა დამზდებული. ის სასიამოვნო მოსახმარია როგორც თქვენი თმისთვის, ასევე – თქვენი თავის კანისთვის. მსგავსი ტიპის სავარცხელი არ აზიანებს თქვენი თმების სტრუქტურას და გეხმარებათ თმისთვის სასურველი ფორმის მიცემაში;

6. ქალების უმრავლესობა თმის საშრობს იმ ხელში იჭერს, რომლითაც წერს, ხოლო სავარცხელს – მეორეში. სცადეთ პირიქით და ნახავთ, რომ თქვენი შედეგი იქნება ბევრად უკეთესი და ხარისხიანი, ხოლო პროცესს უფრო ნაკლებ დროს მოანდომებთ;

7. საშრობიდან მომავალი ცხელი ჰაერი თმას სასურველი ფორმის მიღებაში ეხმარება, მაგრამ გაშრობის პროცესის ბოლოს გირჩევთ, საშრობი გადართოთ გრილი, ან ცივი ჰაერის ტემპერატურაზე, რაც თქვენს თმას მეტ ბზინვარებას მისცემს და, ამავდროულად, უფრო დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნებს მიღებულ ფორმას. ცივი ჰაერით გაშრობას შეგიძლიათ, სულ რაღაც 30 წამი დაუთმოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები