საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტი იგეგმება

საქართველოში შესაძლოა, ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი ჩამოვიდეს. საზოგადოებრივის ინფორმაციით, მომღერალი “საქართველოს ბანკის” პერსონალური მომსახურების ჯგუფ  Solo-ს ჩამოჰყავს.
საზოგადოებრივთან საუბრისას, “საქართველოს ბანკი”  მომღერლის შესაძლო ჩამოსვლას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
“ჯერ  სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. არც უარვყოფთ და არც ვადასტურებთ, რომ საქართველოში ელტონ ჯონის ჩამოსვლა იგეგმება”, – განუცხადეს საზოგადოებრივს “საქართველოს ბანკში”.​ელტონ ჯონის ოფიციალურ საიტზე მომღერლის ტურებში საქართველო ჯერ არ არის მითითებული.
​ბრიტანელი მომღერლის ჩამოყვანას საქართველოში ერთი წლის წინ Eastern Promotion-ი გეგმავდა, თუმცა მოლაპარაკებები  ჩაიშალა. მაშინ მომღერალი საკმაოდ დიდ ჰონორარს ითხოვდა.

წყარო:http://1tv.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები