“50 მინისტრი, რომელიც უნდა გაქურდო, სანამ ცოცხალი ხარ” – სახალისო პოსტები მინისტრების სახლების გაქურდვაზე (ფოტო)

ბოლო პერიოდში, სამი მაღალჩინოსნის სახლის გაქურდეს – გიორგი ქობულია, გია ვოლსკი და არჩილ თალაკვაძე. სოციალურ ქსელში ქართველ მომხმარებლებს ეს ამბავი, რა თქმა უნდა, არ დარჩათ ყურადღების მიღმა და მრავალი სახალისო პოსტიც მიუძღვნეს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
“ქვორუმი რომ არ შედგეს, მაგიტომ ქურდავენ, სახლში რომ ისხდნენ და უდარაჯონ”;
“მგონი, მთავრობაზე გაბრაზებული ხალხი შეიკრიბა და ერთგვარი “ჩელენჯი” შემოგვთავაზა სახელით – ,, გაქურდე “ქართული ოცნების”ლიდერების სახლები და დაიმშვიდე ნერვები”;
“50 მინისტრი, რომელიც უნდა გაქურდო, სანამ ცოცხალი ხარ”;

ერთ-ერთი მომხმარებელი კი დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის ფოტოს შემდეგი აღწერით აქვეყნებს :
“როცა თალაკვაძე, ქობულია და ვოლსკი გაქურდეს, მაგრამ შენ უმრავლესობა უკვე დატოვე”:

კომენტარები

სხვა სიახლეები