ჟურნალისტის კოცნის გამო, მოკრივეს ლიცენზია ჩამოართვეს (ვიდეო)

გამოცემა Vegas Sports Daily-ის ჟურნალისტი, ჯენიფერ რავალო ბულგარელ მოკრივეს, კუბრატ პულევს უჩივის. პულევმა ქალს, რუმინელ ბოგდან დინთან ჩხუბის შემდეგ, საკუთარი ნების წინააღმდეგ აკოცა. ამის შესახებ BBC წერს. გამარჯვების შემდეგ, პულევმა კორესპონდენტს მოკლე ინტერვიუ მისცა და, ბოლოს, უეცრად, ტუჩებში აკოცა. რავალოს თქმით, ბულგარელს ამის უფლება არ ჰქონდა. გარდა ამისა, ჟურნალისტი ამბობს, რომ მოკრივემ მას ხელი უკანალზეც მოკიდა. თვითონ პულევის თქმით, რავალო მისი ძველი მეგობარია და ემოციური ფონზე სიხარულის გამო აკოცა. კალიფორნიაში კრივის კომისიამ კუბრატ პულევს ლიცენზია უკვე ჩამოართვა და მას კომისიაში იბარებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები