44 წლის ჰაიდი კლუმი 28 წლის მეგობარ ბიჭთან ერთად შიშველი გადაიღეს

44 წლის მოდელი ჰაიდი კლუმი მექსიკაში 28 წლის მეგობარ ბიჭთან ერთად პლაჟზე გადაიღეს. „დეილი მეილი“ აქვეყნებს ფოტოებს, სადაც კლუმი წელსზემოთ შიშველი ჩანს, წყვილმა კვირა დღე პლაჟზე გაატარა.

 

კლუმს მხოლოდ შავი ბიკინი ეცვა. ჰეიდი და მუსიკოსი ტომ კაულიცი ძალიან ბედნიერები ჩანან.

გერმანელი მოდელი და გერმანელი მუსიკოსი ერთად მარტში გამოჩნდნენ. კლუმი 31 წლის ვიტო შნაბელს გასული წლის სექტემბერში დაშორდა. ისინი ერთად 3 წლის მანძილზე იყვნენ.

ჰეიდი, რომელსაც 4 შვილი ჰყავს, 2005-2012 წლებში მომღერალ სილზე იყო დაქორწინებული. მათ ჰყავთ 13 წლის ლენი, 8 წლის ლუ, 12 წლის ჰენრი და 11 წლის იოჰანი.

წყარო:www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები