30 წლის „მისის მსოფლიო“ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ყირგიზელი სანია შაკიროვა, რომელმაც 2018 წელს ტიტული „მისის მსოფლიო“ მოიპოვა, ტბა ისიკ-კულთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და წინაღობას დაეჯახა, ნათქვამია ადგილობრივი სამართალდამცველების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ავარიის შედეგად, 31 წლის მგზავრი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 30 წლის მგზავრი ქალბატონი მიღებული ტრავმებისგან ადგილზე გარდაიცვალა.
სანია შაკიროვამ ტიტული ვიეტნამში, წელს, აპრილში გამართულ მსოფლიო კონკურსზე „UNIVERSE BEAUTY 2018“ მოიპოვა.
სანია შაკიროვა სამი შვილის დედა იყო, ფლობდა სილამაზის სალონების ქსელს.

კომენტარები

სხვა სიახლეები