2017 წელს „ადიდასის“ პლასტმასის ნარჩენებისგან დამზადებული 1 მილიონი ფეხსაცმელი გაიყიდა

2017 წელს, სპორტულმა გიგანტმა „ადიდასმა“ ოკეანეში აღმოჩენილი პლასტიკური ნარჩენებისგან დამზადებული 1 მილიონი ფეხსაცმელი გაყიდა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კასპერ რორსტედმა დღეს, ამერიკული ტელეარხის, „CNBC“-ის ეთერში განაცხადა.
სპორტული ტანსაცმლის გერმანულმა გიგანტმა, გასულ წელს, „UltraBoosts“-ის სამი ახალი ვერსია გამოუშვა. სპორტული ფეხსაცმლის ეს მოდელები იმ პლასტიკური ნარჩენებისგან არის დამზადებული, რომელიც ოკეანეებშია ნაპოვნი. როგორც მისი საუბრიდან ხდება ცნობილია, „ადიდასის“ თითოეული წყვილი ფეხსაცმელი 11 პლასმასის ბოთლისგან არის დამზადებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები