არასწრულწლოვნებმა სუიციდზე სასაუბროდ ახალი სივრცე იპოვეს

სოციალურ ქსელებში უამრავი ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ მოზარდებმა სუიციდის და ძალადობის საკითხების განსახილველად სხვა სივრცე მოძებნეს. ამის შესახებ პორტალი BuzzFeed-ი წერს.

გამოცემამ აღმოაჩინა, რომ ქსელში პოპულარული ხდება აპლიკაცია Vent-ი, რომელიც სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. იქ მათ “ორთქლის გამოშვების“ საშუალება ეძლევათ.

“მომწონს Vent-ი, რადგან იქ ყველა პოსტისთვის არის შესაძლებელი ემოციის არჩევა. თავს “გალაქტიკურად“ ვგრძნობ“, – წერს ერთ-ერთი ახალი მომხმარებელი.

 

 

 

 

 

 

“თუ რომელიმე თქვენგანს რამე ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, ან ამოთქმა უნდა, ან კიდევ ზედმეტად პირადი თემა გაქვთ Twitter-ისთვის, Vent-ი ჩამოტვირთეთ“, – აღწერს სერვისს სხვა მომხმარებელი.

 

 

 

 

 

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები