18 წლის გოგონას სახეში მჟავა შეასხეს (ვიდეო)

ლონდონში, კამერებმა გადაიღეს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სახეში მჟავა შეასხეს და ის შველას ითხოვს.

თვითმხილველების თქმით, დაზარალებული ავტობუსიდან ჩამოვიდა და მაშინვე გაიქცა მაღაზიისკენ, რომ წყალი აეღო. გარე სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს 18 წლის გოგონა, რომელიც ტკივილისგან იკლაკნება და დახმარებას სთხოვს გამვლელებს. ის წყლით ცდილობს მჟავის ჩამობანას, ასევე სვამს ბევრ წყალს, რადგან საშინელი ქიმიური ნივთიერება მის პირის ღრუშიც მოხვდა.

პოლიციის ვერსიით, გოგონა თავდამსხმელი ქალის მსხვერპლი ავტობუსში გახდა.

თვითმხილველების განცხადებით, გოგონა განწირული ხმით ყვიროდა-„მიშველეთ, ვიწვი !“, შემდეგ კი იმის თქმა მოახერხა, რომ ვიღაც მას თავს დაესხა. გოგონა ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ყველა აუცილებელი სამედიცინო პროცედურა ჩაუტარეს.

https://www.youtube.com/watch?v=E11-Hiy1Ex0

 

კომენტარები

სხვა სიახლეები