სელენა გომესმა ახალი სიმღერა ჯასტინ ტიმბერლეიქს მიუძღვნა?

მარტის დასაწყისში 25 წლის სელენა გომესმა და 24 წლის ჯასტინ ბიბერმა ურთიერთობაში პაუზის აღება გადაწყვიტეს და მას შემდეგ, კვლავ ცალ-ცალკე აგრძელებენ ცხოვრებას. ინსაიდერები ამტკიცებდნენ, რომ გომესს აწუხებდა მედიის დაჟინებული ყურადღება მისი რომანის მიმართ, ამიტომ მან გადაწყვიტა განმარტოებულიყო და საკუთარ გრძნობებში გარკვეულიყო. თუმცა, სელენას ახალი სიმღერა ცხადყოფს, რომ ის საკუთარი გრძნობების დამალვისგან დაიღალა.
ახალი კომპოზიცია სახელად „Back to You“ გახდა საუნდტრეკი სერიალისთვის “13 Reasons Why“, რომლის ერთ-ერთი პროდიუსერი თავად მომღერალია.
მის სიმღერაში კი, ასეთი სიტყვები ჟღერს -„შენ შეგიძლია ჩემი გული დაამსხვრიო, მაგრამ ის მაინც გამთლიანდება. ჩემი გულისცემის მიზეზი ისევ შენ იქნები“.
გომესთან დაახლოებული წყაროების თქმით, სელენა ჯერ არ არის მზად, ჯასტინთან ურთიერთობა განაახლოს, ახლა ის მეგობრებთან ერთად ისვენებს და ერთობა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები