13 აგვისტოს Black Sea Arena ჯარედ ლეტოს უმასპინძლებს

13 აგვისტოს Black Sea Arena ბენდ Thirty Seconds to Mars-ს უმასპინძლებს.
Thirty Seconds to Mars ამერიკული როკ პროექტია, რომელიც 1998 წელს ორმა ძმამ – Jared Leto და Shannon Leto-მ შექმნა. ბენდის პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულ ალბომს – A Beautiful Lie უკავშირდება, რომელიც ისეთ ჰიტებს მოიცავდა, როგორებიცაა’: “Attack”,”The Kill”, “From Yesterday” და “A Beautiful Lie“.
კრიტიკოსებისა და მსმენლის მხრიდან ალბომის აღიარებამ ჯგუფის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა, რის შემდეგაც ამერიკულმა ჯგუფმა კიდევ 3 წარმატებული ალბომი გამოსცა, რომლის პარალელურად Thirty Seconds to Mars-მა მსოფლიოს ყველა დიდ ფესტივალებსა და საკონცერტო სივრცეებში დაკვრას განაგრძობდა. 2013 წელს, ალბომის Love, Lust, Faith and Dreams შემდეგ, ბენდმა 5-წლიანი პაუზა აიღო, რასაც მოჰყვა არტ პოპ და ელექტრონულ ჟღერადობაზე ორიენტირებული ალბომი America. სწორედ ამ ჩანაწერს მოჰყვა ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ტურნე, რომელის ფარგლებშიც Thirty Seconds to Mars-ი საქართველოსაც ეწვევა.
სპირიტუალური და ფილოსოფიური თემებით დატვირთული სიმღერებისა და ენერგიული, ცოცხალი შესრულებების წყალობით Thirty Seconds to Mars-ი თანამედროვე მუსიკალური სივრცის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროექტია.
ბილეთების გაყიდვა 20 მაისს საიტებზე TKT.ge და Eventer.ge-ზე დაიწყება. ბილეთის ფასი 50-დან 200 ლარამდე იქნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები