103 წლის კირკ დუგლასი გარდაიცვალა

ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობი კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„სპარტაკის“ მთავარი გმირი გუშინ ბევერლი ჰილსზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა.

მამის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ასევე ჰოლივუდის მსახიობმა მაიკლ დუგლასმა გაავრცელა:

„სამწუხაროდ მე და ჩემმა ძმებმა უნდა გამცნოთ, რომ კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა“.

კომენტარები

სხვა სიახლეები