ჯორჯ კლუნი: მედია ისევე ავიწროებს მეგან მარკლს, როგორც პრინცესა დიანას და ჩვენ ვიცით, ეს როგორ დასრულდა

მსახიობი ჯორჯ კლუნი და სამეფო ოჯახის ახალი წევრი, მეგან მარკლი, მეგობრები არიან. გამოცემა “who”-სთან ინტერვიუში ჯორჯ კლუნმა განაცხადა, რომ მედია მეგან მარკლს ისე ავიწროებს, როგორც, თავის დროზე, პრინცესა დიანას ავიწროებდნენ: “ისი­ნი, უბ­რა­ლოდ, ყველ­გან დას­დე­ვენ მე­გან მარ­კლის. მედიის მხრიდან, ის მუ­დამ არის დევ­ნი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის სა­მიზ­ნე. ის არის ქალი, რო­მე­ლიც ფეხ­მძი­მო­ბის მეშ­ვი­დე თვე­შია და არის დევ­ნის, შე­ურა­ცხყო­ფის მსხვერ­პლი ზუს­ტად ისე­ვე, რო­გორც პრინ­ცე­სა დი­ა­ნა იყო. ის­ტო­რია მე­ორ­დე­ბა” , – აღნიშნა მსახიობმა ინტერვიუში.

კომენტარები

სხვა სიახლეები