“ჯონ სნოუ” კრიტიკოსებს პასუხობს

კიტ ჰარინგტონმა, რომელიც „სამეფო კარის თამაშებში“ ჯონ სნოუს როლს ასრულებს, კრიტიკაზე პასუხის გაცემა გადაწყვიტა. კერძოდ კი მსახიობმა ბოლოს სეზონის მიმართ „ექსპერტების“ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„არ მინდა, უხეში ვიყო კრიტიკოსების მიმართ, მაგრამ ვინც დახარჯა დრო იმაზე, რომ გაელანძღა საფინალო სეზონი, ჩემი აზრით, შეუძლიათ, სადმე შორს გაისეირნონ. საქმე ისაა, რომ მე ვიცი, რამდენად დიდი შრომაა ამ საქმეში ჩადებული”, – განაცხადა ჰარინგტონმა.
მსახიობმა აღნიშნა, რომ გუნდმა მთელი სული და გული ჩადო „სამეფო კარის თამაშების“ ფინალურ სეზონში. აქედან გამომდინარე, მას ნაკლებად აღელვებს, ვინ რას ფიქრობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები