ჯიჯი ჰადიდი აზიელებს ბოდიშს უხდის (ვიდეო)

მოდელი ჯიჯი ჰადიდი აზიელებს ბოდიშს უხდის. მოდელი განმარტავს, რომ მას არავის შეურაცხყოფა არ განუზრახავს. შეგახსენებთ, რომ აზიელების გაღიზიანება გამოიწვია ჯიჯი ჰადიდის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ, სადაც ტოპმოდელს ბუდას გამოსახულებიანი ნამცხვარი უჭირავს ხელში, აზიური თვალის ჭრილის იმიტაციას აკეთებს და მეგობრებთან ერთად იცინის.
მოდელის მიმართ აგრესია მას შემდეგ უფრო გაიზარდა, რაც მოდელმა​ დააანონსა, რომ ვიქტორია სეკრეტის შოუში იღებს მონაწილეობას და ამ მიზნით, აზიაში ჩაფრინდება, აზიის ქვეყნების მცხოვრებლებმა ჰადიდს ზემოთ აღნიშნული ვიდეო შეახსენეს და მოუწოდეს, აზიაში არ ჩავიდეს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=_gG1kQIXObg&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები