ჯენიფერ ენისტონი მალე დედა გახდება

ჯენიფერ ენისტონი, 50 წლის ამერიკელი მსახიობი მალე დედა გახდება. როგორც ცნობილია, მან მექსიკის ბავშვთა სახლიდან პატარა გოგონა უნდა იშვილოს. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, სააგენტო New Idea ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, 50 წლის მსახიობი მექსიკის ორ ბავშვთა სახლს ეხმარებოდა და ერთ-ერთიდან გოგონას აყვანა გადაწყვიტა. როგორც ირკვევა, მსახიობი უკვე საბუთების გაფორმებას შეუდგა. მისმა მომავალმა ქალიშვილმა მშობლები დაკარგა, ახლა ის 1 წლის და 1 თვისაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები