ჯგუფმა “მგზავრებმა” მოსკოვში მსმენელი ქართულად აამღერა (ვიდეო)

ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტს მოსკოვში 20 000 ადამიანი დაესწრო. მორიგი ტურნეს ფარგლებში, მოსკოვში სტადიონზე გამართულ კონცერტზე ყველა სიმღერა ქართულ ენაზე შესრულდა.

მსმენელი ჯგუფის სოლისტთან, გიგი დედალამაზიშვილთან ერთად მღეროდა და თითქმის ყველა კომპოზიციის ტექსტი ზეპირად იცოდა. აღსანიშნავია, რომ ყველა სიმღერის დასაწყისში გიგი მსმენელს ტექსტის შინაარსსაც უთარგმნის და უხსნის, რომ ის მღერის თავისუფლების რწმენასა და ყველა მეამბოხე და შეურიგებელ ადამიანზე.

GEO – ასე ჰქვია „მგზავრების“ ბოლო ალბომს, ხოლო ტურნეს – GEOლოკაცია, რომლის საშუალებითაც „მგზავრები“ სხვადასხვა სტადიონის “მუსიკალურ ოკუპაციას” ახდენენ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები