წლის საუკეთესო ფილმი სამხრეთ კორეული „პარაზიტი“ გახდა

ამერიკის კინოაკადემიის 92–ე დაჯილდოვების ცერემონიალი ლოს ანჯელესში, “დოლბის” თეატრში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული სამხრეთ კორეული ფილმი „პარაზიტი“/ Parasite გახდა.

ამავე ფილმს ერგო ასევე „ოსკარები“ ნომინაციებში საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი და საუკეთესო ორიგინალური სცენარი.

აღსანიშნავია, რომ „ოსკარის“ ისტორიაში პირველად, წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში არაინგლისურენოვანმა ნამუშევარმა გაიმარჯვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები