„ცოცხალმა კენმა“ გადაწყვიტა პიტერ პენი გახდეს

როდრიგო ალვესმა, რომელიც ცოცხალი კენის სახელითაა ცნობილი, გადაწყვიტა იმიჯი შეიცვალოს და ამჯერად, პიტერ პენს დაემსგავსოს. ცოტა ხნის წინ მას ახალი ოცნება გაუჩნდა – სურს, სწორედ ამ პერსონაჟის ასლი გახდეს.
„მე უკვე 35 წლის ვარ და დაბერების ბუნებრივი პროცესის წინააღმდეგი გახლავართ. მინდა სამუდამოდ ისეთი ნორჩი დავრჩე, როგორიც პიტერ პენი იყო“, – ამბობს როდრიგო ალვესი. ამისთვის კი მამაკაცი მზად არის კვლავ გაიკეთოს ოპერაციები.
სახის დაჭიმვა მისი რიგით 65-ე პლასტიკური ოპერაცია იყო, რომელიც მან მოსკოვში გაიკეთა.
„იმისათვის, რომ ჩემი გარეგნობა შევინარჩუნო, მუდმივად ვეძებ ახალ მეთოდებს და პროცედურებს, მაშინაც კი როდესაც ეს სხვა ქვეყანაში ჩასვლას მოითხოვს.“
აღსანიშნავია, რომ ალვარესი კვლავ ეძებს მეორე ნახევარს, რომელიც მის მსგავსად სილამაზისა და მოდის ფანი იქნება

კომენტარები

სხვა სიახლეები