ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს – როგორ გადაარჩინეს მეხანძრე-მაშველებმა ცხოველები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრის დეტალებს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. უწყებამ, ახლახან, შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტომასალა გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მეხანძრე-მაშველებს ხელში პატარა ლეკვები უჭირავთ.
„ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს. ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ლეკვებს მეხანძრე-მაშველები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაიყვანენ და უპატრონებენ“, – აღნიშნულია უწყების ფეისბუქის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარი დიდ დიღომში უკვე ლოკალიზებულია. ცეცხლს 23 სამაშველ-მეანძრე ებრძოდა. ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი აფერხებდა. მეხანძრეებმა ტექნიკის საწყობიდან ერთი ადამიანი გამოიყვანეს, რომელიც, საბურთალოს გამგებლის, გაიოზ ვასაძის განცხადებით, დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. დაიწვა 1800 კვ/მეტრი ფართობი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ამ დროისთვის, ცნობილი არ არის.

კომენტარები

სხვა სიახლეები