ტეხასში, ქალმა ცხრა წუთში ექვსი ბავშვი გააჩინა

ამერიკის შტატ ტეხასის მკვიდრმა, ტელმა ჩიაკამ, სამი წყვილი ტყუპი 9 წუთში გააჩინა. გამოცემა “Hindustantimes “-ის ცნობით, ქალს ოთხი ბიჭი და ორი გოგონა 16 მარტს, დილის 4:50-დან 4:59 წუთის განმავლობაში შეეძინა. ბავშვები და დედა თავს კარგად გრძნობენ. ისინი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩებიან. ახალშობილების წონა 800-დან 1300 გრამამდე მერყეობს.
როგორც ცნობილია, ჩიაკომ გოგონებს უკვე შეურჩია სახელები – ზინა და ზირიელი, მაგრამ ბიჭებისთვის ჯერ არ შეურჩევია.

კომენტარები

სხვა სიახლეები