ჩერგოლეიშვილი ბოკერიას ამხელს – პიჯაკებს იდაყვებზე გლეჯს, მაგასაც არაუშავს – “ვლატკავ”

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლე, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი მეუღლეს “ამხელს” და იმ უხერხულ და, ამავდროულად, ღიმილისმომგვრელ შემთხვევებს იხსენებს, რომლებშიც გიგა ბოკერია სხვადასხვა დროს აღმოჩენილა.
“სხვადასხვა ფეხსაცმელს რომ იცვამს, არ მენაღვლება – თავიდანვე ჩავიჭირე მისი მიდრეკილება და თითქმის ერთნაირებს ვყიდულობ. იმდენი საზრუნავი აქვს მოსიარულე გენიოსს, ფეხსაცმელი რა მოსატანია.
რაღაცნაირად რომ ახერხებს და სულ ახალთახალ პიჯაკებს იდაყვებზე გლეჯს, მაგასაც არაუშავს – “ვლატკავ” და იაროს ეგრე.
მაგრამ, აი, დიასახლისის ტელეფონს რომ დაავლებს ხოლმე ხელს და მიდის პარლამენტში, მაგ დროს ვიძაბები.
დადის ახლა ნინო და ეძებს მოწყენილი თავის ტელეფონს. P.S. სხვათა შორის, ერთხელ ბაპტისტი ეპისკოპოსის ვაჟის პალტოთი მოვიდა. ერთხელ კი მოლდოვაში ჩავიდა ევროკომისრის თანაშემწე 27 წლის ქალის ჩემოდნით – ჩემსას გავდაო, ისიც შავი იყოო”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები