ჩემი ფიშკა ის არის, რომ ბუნებრივად ლამაზი ვარ, სახეზე არანაირი ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული – კესარია აბრამიძე სილამაზის კონკურსზე მიდის

ტრანსსექსუალების მსოფლიო კონკურსზე საქართველოს კესარია აბრამიძე წარადგენს. აღნიშნულ თემაზე კესარიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ ესაუბრა:
როგორ მოხდა შენი მიწვევა მსოფლიო კონკურსზე?
თავად დამიკავშირდნენ ამ კონკურსის წარმომადგენლები და მონაწილეობა შემომთავაზეს. შევავსე ანკეტა და დავაკავშირე ჩემს პროდიუსერს. მათ აინტერესებდათ ვიდეორგოლები, რადგან დღეს ფოტოებში ყველა ლამაზია, ყველაზე უშოც კი. გადავუგზავნე ვიდეორგოლი უმაკიაჟოდ და საცვლებში. მოითხოვეს წონა, პარამეტრები, ასაკი, ინფორმაცია საქმიანობაზე. 5 დღეში მეილზე მოსალოცი წერილი მივიღე, სადაც ეწერა, რომ მე ოფიციალური წარმომადგენელი ვარ საქართველოდან ამ კონკურსზე.
როგორც მივხვდი, წინასწარი შეასარჩევი ტური არ ყოფილა, სხვა ქვეყნებიდანაც ასე არჩევენ კონკურსანტებს?
ჩვენს ქვეყანაში არ ტარდება მსგავსი კონკურსი და ამიტომ პირდაპირ შემომთავაზეს. დიდი შანსები გაქვსო, მითხრეს ორგანიზატორებმა.
როდის გაიმართება კონკურსი?
ოქტომბერში. მანამდე დიდი დროა მოსამზადებლად.
შენ რომ არ გიყვარს, როცა შენს ინტერვიუებში ტრანსსექსუალს ვუთითებთ.. ახლა ტრანსსექსუალების კონკურსში მონაწილეობ
არ მიყვარს, მართალია. ამიტომ არ მინდოდა ამ კონკურსში მონაწილეობა. ზოგადად, სილამაზის კონკურსებში არასდროს გამოვსულვარ. არც სურვილი მქონია და არც ამბიცია. მაგრამ საქართველოდან ძალიან ბევრი ლამაზი ქალი წასულა მსოფლიოს სილამაზის კონკურსზე და არასდროს არ გაუმარჯვია. ასე, რომ მთავარია სილამაზე ვაჩვენო და ტრანსების კონკურსი ერქმევა თუ რამე სხვა, მნიშვნელობა არ აქვს.
გადაწყვიტე, დაამტკიცო ის სტერეოტიპი, რომ საქართველოიში ერთი ლამაზი ქალია და ისიც ტრანსსექსუალია?
(იცინის) იქნებ მე ვცადო და ვასახელო საქართველო. მინდა მსოფლიომ გაიგოს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც არიან ლამაზი ქალები. ამ კონკურსში მონაწილეობით არაფერს წავაგებ.
როგორ აფასებს შენს შანსებს?
ძალიან ლამაზი კონკურსანტები არიან, პლასტიკურ ქირურგიასთან დამეგობრებულები. ჩვენს ქვეყანაში არ არის ასე განვითარებული პლასტიკური ქირურგია. ჩემი ფიშკა ის არის რომ ბუნებრივად ლამაზი ვარ, სახეზე არანაირი ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული.
როგორ ფიქრობ, ტრანსსექსუალები არ გამოთქვამენ პროტესტს, უკონკურსოდ რომ მიდიხარ მსოფლიო კონკურსზე?
კონკურსის ორგანიზატორები სილამაზეს ეძებენ. ასე, რომ სხვა სილამაზე რომ ეპოვათ ჩვენს ქვეყანაში, მათ შესთავაზებდნენ.
საცურაო კოსტუმითაც მოგიწევს გამოსვლა…
მერე რა, „პროფილში“ ტანგათი ვიყავი და…

კომენტარები

სხვა სიახლეები