“შესასწავლია იყო თუ არა ძალადობა” – ელისო ბოლქვაძე მაყაშვილის ბრალდებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ნინუცა მაყაშვილის განცხადება, რომ მასზე ქმარი ძალადობდა, გამოძიების შესწავლის თემაა.

ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გახმაურებული ბრალდების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

“ეს ადამიანის უფლებების კუთხით განხილვის თემაა. ეს არანაირად არ არის კულტურის კომიტეტის თემა. ძალადობა ზოგადად დასაგმობია, ჩვენ ხომ არ ვიცით რა როგორ იყო, თუმცა ეს შესასწავლია, იყო თუ არა ძალადობის თემა”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები