შერონ სთოუნის ემოციური მიმართვა – მსახიობი კორონავირუსთან დაკავშირებით ტრამპს ადანაშაულებს (ვიდეო)

ამერიკელმა მსახიობმა შერონ სთოუნმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელიც ვირუსულად გავრცელდა. 62 წლის მსახიობმა ხელისუფლება და პრეზიდენტი ტრამპი კოვიდ19-ის გაყალბებული სტატისტიკის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დაინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით დიდია. ცოტა ხნის წინ მსახიობის დასა და სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, მათი მდგომარეობა მძიმეა. სთოუნი მიმართვის დროს ემოციებს ვერ მალავდა, ვიდეო მილიონობით ადამიანმა ნახა.

„როდესაც ისინი ამბობენ, რომ ტესტი არის ყველასთვის, ისინი იტყუებიან. როდესაც ისინი ამბობენ, რომ ტესტები არის მედდებისთვის, ისინი გვატყუებენ. ადამიანები იხოცებიან, რადგან არ არის არაფერი, ტყუილის გარდა. აქვე შერონ სთოუნმა მოუწოდა ხალხს, არჩევნებში  დემოკრატიული პარტიის კანდიდატს მისცენ ხმა.

წყარო: Fortuna.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები