“შავი ქვრივის” ოფიციალური პოსტერი გამოქვეყნდა

Marvel- ის ახალი ფილმის „შავი ქვრივის“ ოფიციალური პოსტერი გავრცელდა.
მარველის შავი ქვრივი, იგივე ნატაშა რომანოვა, კომიქსების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი სუპერგმირია, რომელიც სტენ ლიმ შექმნა.
შავი ქვრივი არის ერთ-ერთი პირველი შურისმაძიებელი, მის როლს კი სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს. პირველად ეს პერსონაჟი 2010 წელს რკინის კაცი 2-ში გამოჩნდა, შემდეგ კი შურისმაძიებლებისა და კაპიტანი ამერიკას ფილმებში.
Marvel-ის ახალი ფილმი „შავი ქვრივის“ 2020 წლის 1-ელ მაისს გამოვა, რომლის რეჟისორი კეიტ შორტლენდი იქნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები