ყველაზე ღირსეული ადამიანები მარტოსულები არიან



  ღირესეულ ადამიანებს განასხვავებთ ქარიზმა, სასიამოვნო გარეგნობა, ცოცხალი ანალიტიკური აზროვნება, კარგი აღზრდა და მანერები, რომელთა მიღმა ძლიერი მზერა და ცოტაოდენი დარდი იმალება.
ურთიერთობისთვის, კომპანიისთვის, სასიამოვნო დასვენებისთვის, სიყვარულისთვის და ოჯახისთვის ისინი „თავიანთ“ ადამიანებს ეძებენ.
ღირსეული ადამიანები უფრო ხშირად ცდებიან, უფრო ძლიერად იტანჯებიან, იშვიათად პასუხობენ ურთიერთობაზე, უფრო მძიმედ განიცდიან წარუმატებლობას. მაგრამ ყოველ ჯერზე, ურთიერთობისას ისინი ბოლომდე იხარჯებიან, ფერფლისგან კვლავ ადამიანად გადაიქცევიან, კიდევ უფრო სრულყოფილები და ძლიერები ხდებიან და… ისევ და ისევ ყველაფერს თავიდან იწყებენ…
მათგან შორსაა თანამედროვე საზოგადოების სტერეოტიპები, მათ სხვის აზრს თავს ვერ მოახვევ. იმის მიუხედავად მამაკაცია, თუ ქალბატონი, ისინი ისეთი ადამიანის ძიებაში არიან, რომლის გვერდით თავს მშვიდად და თბილად იგრძნობენ.
და ეს „მშვიდად“ არ არის დაფუძნებული კამათის, ადრენალინის ან ემოციების გადაჭარბების არარსებობაზე. ეს „მშვიდად“ ნიშნავს იმას, რომ გვერდით ადამიანია, რომელიც არ გიღალატებს. ადამიანი, რომელსაც უსაზღვროთ ენდობი, გჯერა მისი და მთელი 200 პროცენტით დარწმუნებული ხარ მასში.

10866738_887517241288515_1018814198_n

კომენტარები

სხვა სიახლეები